12:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 12:43:37, 463 ნახვა

რეგიონი
აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს

აჭარაში კვებისა და განთავსების ობიექტებში მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მომსახურების ხარისხის დასადგენად კვლევას რეგიონში არსებულ ყველა მინიციპალიტეტში არსებულ 200-მდე ტურისტულ ობიექტში ჩაატარებს,  მათ შორის 120 განთავსების  და 80 კვების ობიექტია.

კვლევის მიზანია რეგიონში მომსახურების სფეროში არსებული ხარვეზების გამოვლენა, გაანალიზება და სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მიზნობრივი  სატრენინგო პროგრამის შემუშავება.

კვლევის შედეგად განთავსებისა და კვების ობიექტების პერსონალი მოწმდება მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ: ჯავშნის მიღება, სტუმრების განთავსება, დასუფთავების კომპონენტი, პერსონალის მიერ რთული სიტუაციებიდან ოპტიმალური გამოსავლის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია სერვისის დონე რეგიონში არსებულ კვებისა და განთავსების ობიექტებში, რა ტიპის გამოწვევებისა და ხარვეზების წინაშე დგას სექტორი. 2019 წლისთვის სწორედ, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ვგეგმავთ შევიმუშაოთ მაქსიმალურად ეფექტური სატრენინგო პროგრამები, რომელიც ორიენტირებული იქნება სერვისის დონის გაუმჯობესებაზე. ჩვენთვის მნიშვნელონია რეგიონის თითოეული სტუმარი იყოს კმაყოფილი. ამას კი მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ტურისტული ობიექტები, სადაც ტურისტები ღებულობენ სხვადასხვა სახის მომსახურებას. პროექტში ჩართულ თითოეულ ობიექტს ინდივიდულურად მივაწვდით ინფორმაციას მათთან არსებული მდგომარეობის შესახებ, რაც სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტს დაეხმარება ეფექტურად დაგეგმონ თავიანთი სამოქმედო გეგმა“, - გაანცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში მომსახურების ხარისხის კვლევა ივლისში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. კვლევის შედეგების ძირითად ტენდენციებს  დეპარტამენტი საზოგადოებას წლის ბოლოს გააცნობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics