|
2018-08-24 02:18:09, 1825 ნახვა
ეკონომიკა
ტომას ბარაიბი: საქართველოში ძალიან კარგი, ხელსაყრელი გარემოა ახალი ბიზნესის საწარმოებლად
გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაიბი საქართველო-გერმანიის მომავალი ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივას დადებითად აფასებს. ეს განცხადება გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გააკეთა, სადაც ის გერმანიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეს და სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელს მიხეილ ხიდურელს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა: „ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესგარემო, რაც საქართველოშია შექმნილი. ჩვენი ინვესტორების, ჩვენი კომპანიების წამომადგენლების აზრით, თქვენთან ახალი ბიზნესის საწარმოებლად მართლაც ძალიან კარგი და ხელსაყრელი გარემოა შექმნილი. ჩვენს დელეგაციაში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, სამთო მრეწველობის, განათლების სფეროდან. ჩვენ ვხედავთ კარგ შესაძლებლობას, რათა ჩვენს შორის სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები ჩამოყალიბდეს." ქვეყნებს შორის ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობაზე საუბრისას, ტომას ბარაიბიმ განაცხადა, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანია არსებობდეს გამართული სამართლებრივი პირობები. „ასევე ქვეყანა უნდა იყოს უსაფრთხო, დაცულად უნდა გრძნობდე თავს. ეს ყველაფერი საქართველოში არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტების განხორციელებას", - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფომდივანმა. გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან ფარგლებში, საქართველოს მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ, რომლებიც 24 აგვისტოს საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)