|
2018-08-23 15:53:33, 583 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა
აჭარის რეგიონში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ფარგლებში სამედიცინო პუნქტის ექთნების, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა. დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე ქედის მუნიციპალიტეტის სამედიცინო პერსონალს შეხვდა და პროგრამის განხორციელების შესახებ დეტალურად ისაუბრა. პროექტის მიზანია - აჭარის, როგორც ტურისტულად სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონის, ტუბერკულოზისაგან თავისუფალ ,,კუნძულად“ ქცევა. პროექტი განხორციელდება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭრით, გლობალური ფონდისა და აჭარის ა/რ მთავრობის დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაგეგმილია რეგიონის მოსახლეობაში: ტუბერკულოზის, c ჰეპატიტისა და აივ/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგი, ტუბერკულოზით დაავადებულთა ზედამხედველობა მკურნალობის გამოსავლების გაუმჯობესების მიზნით. გლობალური ფონდის დაფინანსებით პროექტის განსახორციელებლად რეგიონს გადმოეცემა მობილური ლაბორატორია, ქ. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებისთვის სატრანსპორტო საშუალებები, სადიაგნოსტიკო ტესტები და სხვა სახარჯი მასალა. მობილური ლაბორატორია რეგიონის სოციალურად დაუცველ მოწყვლად ჯგუფებში და სხვა ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვან ლოკაციებში განახორციელებს სკრინინგულ კვლევებსა და ექიმ-ფტიზიატრის კონსულტაციას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)