|
2018-08-23 14:56:59, 1860 ნახვა
სამართალი
შსს წლის ბოლომდე რეგიონებში კიდევ 1 200 ჭკვიან ვიდეოკამერას აამოქმედებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეიდან ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები აამოქმედა. უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის მიმართულებით, 13 სექცია მოეწყო, სადაც 26 სიჩქარის მზომი რადარია დამონტაჟებული. მოქმედი კანონის თანახმად, ქობულეთის შემოვლით გზაზე გადაადგილება ნებადართულია არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. „აჭარის რეგიონში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სულ ამოქმედდა ზოგადი ხედვის 225 ვიდეოკამერა და სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი. ამას გარდა, საქართველოს მასშტაბით, კიდევ 33 ლოკაციაზეა მოწყობილი სიჩქარის მზომი სექციები და სხვადასხვა რეგიონში სულ გადაფარულია 182 კმ საავტომობილო გზა. აგვისტოს თვეში ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. ისინი აღნიშნული საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული. ამავე მონაკვეთზე, ასევე, ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერები, რომელთა საშუალებით კონტროლდება სიჩქარის გადაჭარბების და სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე კი დამონტაჟებულია და ეფექტიანად ფუნქციონირებს 14 სექცია და 14 ვიდეოკამერა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას. წლის ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია 1200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
(NS)
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)