|
2015-06-04 17:23:45, 350 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მთხოვა, ქადაგიძე არ დაეჭირათ, ეს თხოვნა გავითვალისწინე
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მას პირადი შეხვედრისას სთხოვა, რომ არ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიმართ. როგორც ივანიშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, პირადი გადაწყვეტილებით გამოიტანა განცხადება მთავარი პროკურატურიდან, რომელიც "ქართუ ბანკის" საქმეს უკავშირდებოდა. თუმცა, ივანიშვილის განმარტებით, ის ვერ შეძლებს გიორგი ქადაგიძის დაცვას, თუ მას სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაიმე სახის გადაცდომა ექნება. "საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი იყო, მთხოვა პირად შეხვედრაში ქადაგიძე არ დაეჭირათ და მართლაც გავითვალისწინე და ვუთხარი, რომ ის, რაც პირადია, და პირადი იყო "ქართუ ბანკი", იცოდნენ მათაც, რომ მან კანონი დაარღვია და დასაჭერია, ისე კიარ უთქვამს, რომ დასაჭერი არაა. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, იქნებ აპატიოთ.მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია ეს გავაკეთო. პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, მაგრამ საერთო საქმეებიდან, მე მასაც განვუმარტე, ვინც მთხოვა, ქადაგიძესაც შევხვდი და მას განვუმარტე, რომ თუ მას სახელწმიფოს წინაშე აქვს რაიმე დარღვევა ჩადენილი, რა თქმა უნდა, მე ხელს ვერ დავაფარებ",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)