03:36 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 17:22:32, 1650 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

თბილისში საქართველო-იაპონიის მთავრობებს შორის ორმხრივი ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დაიწყო.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და იაპონიას შორის პირველადი კონსულტაციები 2017 წლის მაისში შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს პრაქტიკა ინვესტიციების  წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმების კუთხით, აგრეთვე ის მიდგომები და პრინციპები, რაც ორივე ქვეყნისთვისაა აქტუალური.  დღემდე სულ ოფიციალური მოლაპარაკებების 3 რაუნდია ჩატარებული.

შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის  ინვესტიციების მოზიდვას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გამყარებას, რაც წაახალისებს იაპონელი ინვესტორების ინვესტიციებს საქართველოში.

იაპონია ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის კუთხით ერთერთი აქტიური პარტნიორი ქვეყანაა. პირველი იაპონური ინვესტიცია საქართველოში ჯერ კიდევ 1997 წელს განხორციელდა, ხოლო 2007-2017 წლებში სულ ჯამურად  განხორციელდა 152.16 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. მხოლოდ მიმდინარე წლის I კვარტალში, საქართველოში განხორციელდა 16.21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 96%-იანი მატებაა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics