10:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 17:16:23, 463 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვანთა კანონსაწინაღმდეგო ქცევის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის პირველი ეტაპი იწყება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით,   არასრულწლოვანთა კანონსაწინაღმდეგო ქცევის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის პირველი ეტაპი იწყება.

პროექტი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ჩართულობითა და ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

კვლევის მიზანია არასრულწლოვნებში კანონსაწინააღმდეგო ქცევის ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირება საქართველოში. კვლევის დაწყების მიზნით პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს, თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა. მასში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე განიხილეს არასრულწლოვანთა კანონსაწინააღმდეგო ქცევის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის მეთოდოლოგია და კვლევის ფარგლებში რესპონდენტთა რეკრუტირების საკითხი. პილოტურ კვლევას თბილისში განახორციელებს ACT (ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი).

როგორც ცნობილია, არასრულწლოვანთა კანონსაწინაღმდეგო ქცევის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის  სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო 2014 წლის 5 დეკემბრიდან და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა არასრულწლოვნების რისკფაქტორების კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავებისთვის საჭირო მონაცემთა ნუსხა და  კვლევის დიზაინის დეტალური აღწერილობა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგი უწყებებით: იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში აგრეთვე მონაწილეობენ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლები.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა კანონსაწინაღმდეგო ქცევის  ჯგუფებს მიკუთვნებულ არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება. ცენტრი კოორდინაციას უწევს ამ კატეგორიის ჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო უწყებების საქმიანობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics