|
2018-08-22 13:02:55, 1155 ნახვა
საზოგადოება
მცენარეთა მავნე ორგანიზმების მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში მცენარეთა მავნე ორგანიზმების მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა. მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიაში შესაძლებელია უახლესი აპარატურის მეშვეობით მცენარეთა დაავადებების კვლევა უახლესი მეთოდებით. კერძოდ, სააკრედიტაციო ნუსხას დაემატა შემდეგი კვლევები: ფიტოპლაზმების PCR დეტექცია; ფიტოპლაზმების (RFLP) PCR იდენტიფიკაცია; Xylella fastidiosa-ს PCR დეტექცია; ციტრუსოვანთა მოზაიკურ ვირუსზე კვლევა; ფიჭვის მერქნის ნემატოდა Bursaphelenchus xylophilus‐ის დეტექცია; ნიმუშის გამოცდა ბლის ფოთლის დახვევის ვირუსზე. ახალი კვლევის მეთოდები აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტით : ISO 15213:2003/2013. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას 2013 წლიდან საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაციის პროცესი. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებულია) არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. მომხმარებლებს კვლევების ზუსტი ჩამონათვალი შეუძლიათ იხილონ ლაბორატორიის ვებ-გვერდის მისამართზე: www.lma.gov.ge, ან დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკონ ცხელ ხაზზე - 1501.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)