|
2018-08-22 11:57:20, 630 ნახვა
საზოგადოება
მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სავაჭრო არეალების მიმდებარე 30-მდე ქუჩა მოაწესრიგა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო არეალებში 30-მდე ქუჩა მოაწესრიგა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ერთი კვირის განმავლობაში, ზედამხედველობის სამსახურმა, როგორც ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ასევე, სხვა ტერიტორიებზე გარკვეული დარღვევები აღკვეთა. „გასულ კვირას, ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შედეგად, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ქუჩები მოწესრიგდა და სამშენებლო მასალებისა და საბურავებისგან გათავისუფლდა. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, როგორც იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე გადაადგილებისა და ვიზუალური თვალსაზრისითაც. ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და სხვა რაიონებში, ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიები ანალოგიურად უნდა მოწესრიგდეს. ერთი კვირის განმავლობაში, დავალება როგორც კი მივეცი, ზედამხვედველობის სამსახურმა 30-მდე ქუჩა მოაწესრიგა და ისეთი დარღვევები აღკვეთა, როგორიც ელიავას ბაზრობის მიმდებარედ ფიქსირდებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან. „ჩვენ ბიზნესს არ ვერჩით, მაგრამ ეს ყველაფერი წესრიგში და კანონმდებლობის ფარგლებში უნდა მოდიოდეს. ძალიან გამიხარდება, თუ მოქალაქეების დაჯარიმება არ მოგვიწევს. მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ ბიზნესი ქალაქის იერსახის დაზიანების ხარჯზე. ეს კატეგორიულად მიუღებელია და პრობლემას წარმოადგენს გარშემო მცხოვრებთათვის და მათთვის, ვინც ამ ტერიტორიებზე ფეხით გადაადგილდებიან. ყველას ინტერესი გათვალისწინებული და დაცული უნდა იქნეს. ყველა ტიპის კანონიერ ეკონომიკურ საქმიანობას მხარს ვუჭერთ, თუმცა ეს ყველაფერი სხვისი უფლებების შელახვის გარეშე უნდა მოხდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს კიდევ ერთხელ დაავალა, რომ მონიტორინგი განაგრძონ და ქუჩები, სადაც მსგავსი პრობლემებია, დროულად მოწესრიგონ. (NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)