|
2018-08-22 11:19:19, 1036 ნახვა
საზოგადოება
15 სექტემბრიდან მეტროში მოცდის პერიოდი 3 წუთამდე შემცირდება
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროპოლიტენში მოცდის პერიოდი საშუალოდ 3 წუთამდე შემცირდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მომავალში მოცდის პერიოდი 2 წუთამდე შემცირდეს. „15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება, განსაკუთრებით პიკის სათებში. თუკი აქამდე ადამიანებს 4-5 წუთი ლოდინი უწევდათ, ამ ცვლილებებით შესაძლებელი იქნება, ეს დრო 3 წუთამდე დავიდეს. ამ შედეგით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ, რომ მეტროს ახალი ვაგონები დავამატოთ, მოდერნიზება მოვახდინოთ და ლოდინის პერიოდი დაახლეობით 2 წუთამდე შევამციროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროპოლიტენს მემანქანეების ახალი ნაკადი დაემატება, რომლებიც უკვე გადამზადდნენ. „მოგეხსენებათ, მეტროს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი უკვე შვებულებებიდან დედაქალაქში დაბრუნდება. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მიმდინარე წელს, მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დავამატეთ. ასევე, განვახორციელეთ სარკინიზგო ხაზების ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ისეთი მონაკვეთების, რომელიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა. გადამზადების შედეგად, მემანქანეების ახალი ნაკადი მივიღეთ, რომლებიც თბილისის მეტროს დაემატებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)