|
2018-08-22 10:53:47, 580 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძეს მალოპოლსკას ტექნოლოგიურ პარკში უმასპინძლეს
აჭარის ა/რ ოფიციალურ დელეგაციას მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ქალაქ კრაკოვის ტექნოლოგიურ პარკში უმასპინძლეს, სადაც კრაკოვის ტექნოლოგიური პარკის (KTP), მალოპოლსკასრეგიონალური განვითარების სააგენტოს (MRDA) და მალოპოლსკას ბიზნეს ცენტრის(http://www.businessinmalopolska.com) პრეზენტაციები გაიმართა. კრაკოვის ტექნოლოგიების პარკის ძირითადისაქმიანობაა: მალოპოლსკას ტექნოლოგიური განვითარება, მეწარმეობის განვითარება, ინოვაციებისპოპულარიზაცია და ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობა, დადებითი ბიზნეს კლიმატის შექმნა და აკადემიურიპროექტების მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მალოპოლსკას რეგიონის პოტენციალის გაძლიერებას. ღონისძიების ფარგლებში, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა პრეზენტაცია აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ. პრეზენტაციას კრაკოვისტექნოლოგიური პარკის, მალოპოლსკას რეგიონული განვითარების სააგენტოს და ბიზნეს ცენტრისწარმომადგენლები, ასევე აჭარის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის შემდეგ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ პოლონური მხარის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გაზიარება ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პოლონეთის მალოპოლსკას სავოევოდოში ვიზიტის ფარგლებში დღესვე გაიმართება შეხვედრები მალოპოლსკასსავოევოდოს მარშალთან, იაცეკ კრუპასთან. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერებახელშეკრულებას რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში 23 აგვისტომდეგაგრძელდება.
(NS)
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)