05:34 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 17:06:04, 774 ნახვა

საზოგადოება
დავით ალადაშვილის და „მაგთის“ მუსიკალური ტურნე „პ ი ა ნ ი ნ ო“ იწყება

27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და “მაგთი“ წარმოგიდგენთ მუსიკალურ ტურნეს "პიანინო".

დავით ალადაშვილი, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს.

ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას.

პროექტის მთავარი მიზანია ჩვენი საზოგადოების ფართო მასებს, საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინოთ ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა.

„განსაკუთრებით მიხარია და დიდი პატივია, რომ ბევრგან პირველად გაჟღერდება კლასიკური მუსიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ახალგაზრდა აღმოაჩენს და შეიყვარებს ფორტეპიანოს” - ამბობს დავით  ალადაშვილი.

კონცერტების სერია დაგეგმილია:

27, 28 აგვისტო - კახეთი;                             2, 3 სექტემბერი - აჭარა;

29 აგვისტო - მცხეთა-მთიანეთი;                 4 სექტემბერი - გურია;

30 აგვისტო - ქვემო ქართლი;                      5 სექტემბერი - იმერეთი;

31 აგვისტო - შიდა ქართლი;                       6 სექტემბერი - რაჭა-ლეჩხუმი;

1 სექტემბერი - სამცხე-ჯავახეთი;                7, 8, 9 სექტემბერი - სამეგრელო-ზემო სვანეთი. 

„ვფიქრობთ რეგიონის მოსახლეობისთვის ნამდვილი საჩუქარია ასეთი ორიგინალური ფორმით მიწოდებული კლასიკური მუსიკის კონცერტების მოწყობა“ - აცხადებენ მაგთიკომში.

ტურნეს დასკვნითი კონცერტი მაგთის დაბადების დღეს - 22 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.

ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტებზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უსასყიდლოდ შეეძლება.

უმასპინძლე კლასიკურ მუსიკას შენს რეგიონში!

მაგთიკომი წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ კულტურასა და ხელოვნებას. „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ - ამ დევიზით მაგთიკომმა  ქართული მხატვრობის, მწერლობის, თეატრის, კინოსა და მუსიკის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics