|
2018-08-21 12:03:37, 1911 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე, ასევე განიხილეს მიმდინარე წლის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა, 2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას და კმაყოფილება გამოთქვა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების გამო, სადაც ხაზგასმულია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები. როგორც მან აღნიშნა, პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან იგი სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს და მხარს უჭერს ქვეყანას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიერ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულება და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს რეფორმები, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფო ინვესტიციების ზრდის, ბიზნეს გარემოს, მმართველობისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს სამუშაო ვიზიტით 27 აგვისტომდე სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისიის წევრების შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის და პარლამენტის წევრებთან, ეროვნულ ბანკში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)