|
2018-08-20 18:00:53, 1386 ნახვა
საზოგადოება
მესამე სექტორი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევ კონსულტაციებს გამოეთიშა
უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებს მესამე სექტორი გამოეთიშა. გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიაციებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღეს. როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, მიზეზი ის ფორმაა, რომელიც პრეზიდენტმა მათ კანდიდატის შესარჩევად შესთავაზა. „შექმნილი ვითარებიდან გამიმდინარე, იმ კონსტექსტის გათვალსიწინებით, თუ რაც უნდა იყოს გათვალისწინებული კანდიდატის შერჩევის დროს, ალბათ კომისია ამის გათვალსიწინებას ვერ მოახერხებს. ეს უფრო მეტად პოლიტიკური დისკუსიის და განხილვის საგანია, რომელიც თავად პრეზიდენტმა უნდა წარმართოს. კონსულტაციებისთვის, რა თქმა უნდა ყველნი არიან მზად, მაგრამ ფორმალიზება ამ პროცესის და სხვადასხვა კრიტერიუმებზე მსჯელობა, მე ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა სწორი, იმიტომ რომ სხვა ტიპის ლიდერი სჭირდება დღეს უზენაეს სასამართლოს“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ. „ჩვენ გავიგეთ პრეზიდენტის შემოთავაზება, ის პროცესს ხედავს დაახლოებით ასე, რომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება, შეარჩიოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ, მას სურს გადაანაწილოს პროფესიოულ ჯგუფებზე და მან რეალურად დაასახელოს ის კანდიდატი, რომელსაც გარკვეული პროცედურების შემდგომ, პროფესიული ჯგუფები შეარჩევენ. ეს პროცესი ბევრი არგუმენტის გათვალსიწინებით, მათ შორის დროის გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არის მიზანშეწონილი და ეს მოსაზრებები გავუზიარეთ პრეზიდენტს“, - განაცხადა EMC-ს მართლმსაჯულების და დემოკრატიის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)