05:33 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-20 14:46:11, 631 ნახვა

საზოგადოება
კონსტიტუციის ახალი გამოცემის პრეზენტაცია 24 აგვისტოს გაიმართება

კონსტიტუციის ახალი გამოცემის პრეზენტაცია 24 აგვისტოს გაიმართება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი გამოცემა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მომზადდა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.

 „სამ თვეში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც აყალიბებს დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ჩვენ საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის ის ასპექტები, გარდა სხვა ასპექტებისა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ყოველგვარი სახის ავტორიტარიზმს, ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ამ კონსტიტუციის უმთავრესი მიღწევა. კონსტიტუციის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ დაგვებეჭდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემა",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან მადლობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ფინანსური მხარდაჭერისთვის.

„მადლობას გადავუხდი ჩვენს გერმანელ მეგობრებს, გერმანიის საერთაშორისო  თანამშრომლობის საზოგადოებას, რომელიც დაგვეხმარა ამ საქმეში. დაიბეჭდება ახალი გამოცემა, რომელიც უნდა გახდეს  სამაგიდო წიგნი პოლიტიკოსებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, თქვენთვის - ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მოქმედი კონსტიტუციისგან განსხვავებით, ახალი კონსტიტუცია გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ შესაძლებლობას და  ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტიას ქმნის.

„მთავარი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ დღევანდელი, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუცია იძლევა, ასეთი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რასაც გამორიცხავს ახალი კონსტიტუცია. ამ მიზნით დაიწერა თავის დროზე 2010 წელს ჯერ კიდევ  მოქმედი კონსტიტუცია. ამისგან განსხვავებით ახალი კონსტიტუცია აბსოლუტური ფორმით გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციის დონეზე იქნება აბსოლუტური ფორმით გარანტირებული ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ეს არის არსებითი და რადიკალური სხვაობა დღეს მოქმედი კონსტიტუციისგან და  ეს არის ის მიღწევა, რომელიც უკავშირდება სწორედ მეცხრე მოწვევის პარლამენტს",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics