|
2018-08-20 14:38:20, 719 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტობეტონის საფარი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ასევე, ტროტუარები, რომელიც აქამდე ქუჩაზე არ იყო. გარდა ამისა, მოეწყობა 2 საყრდენი კედელი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები. ტროტუარებზე მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება ახალი განათებები. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში საპარკინგე სივრცეებიც მოწესრიგდება. „ეს არის ინტენსიური მოძრაობით დატვირთული ქუჩა. სადაც ვდგავართ, აქ არის საპარკინგე ადგილები და თქვენ თვითონაც ხედავთ როგორი მოუწესრიგებელია. ეს ყველაფერი მოწესრიგდება. შეიცვლება განათების ბოძები, მოეწყობა ტროტუარები, რათა ფეხით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. დღეს ძალიან რთულია ამ ქუჩაზე ფეხით გაადგილება. იმის გამო, რომ საკმაოდ ვიწრო ქუჩაა და ვერ ვახერხებთ მთლიანად მოძრაობის შეზღუდვას, ნაწილობრივ ვატარებთ სამუშაოებს. თავდაპირველად ერთ ნაწილზე გაკეთდება, რის შემდეგაც დარჩენილ ნაწილზე გადავალთ“,- განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების ქსელების დაზიანებული მონაკვეთებს შეცვლის. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით ორ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, ნოემბრის თვეში დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს. სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)