|
2015-06-04 16:05:12, 411 ნახვა
საზოგადოება
პროგრამა „დანერგე მომავალი“ ზუგდიდის გამგეობის წარმომადგენლებს გააცნეს
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ და პროგრამის საგრანტო ოფიცერმა ალექსანდრე მელქაძემ პროგრამა „დანერგე მომავალი “ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს კობა ქანთარიას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნეს. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, განაცხადების მიღება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში 15 ივლისიდან დაიწყება და პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ექნებათ ახალი ხეხილის ბაღები შემოდგომაზე გააშენონ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სულ 14 განაცხადი დაამტკიცა.პროექტის ფარგლებში 14 ბენეფიციარზე გაცემულია 575,889 ლარის დაფინანსება . 89.63 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულია 84,3 ჰა ვაშლის კულტურა, 1 ჰა -ატამი, 3.09 ჰა ქლიავი, 1,2 ჰა ბალი. მიმდინარე თვის ბოლომდე შიდა ქართლსა და გურიაში ვაშლის, ატმის, ქლიავისა და ბლის ბაღები გაშენდება. ასევე დაფინანსება მიიღეს სარწყავი სისტემის მოწყობისთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება თებევრლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს. პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)