|
2018-08-19 11:21:42, 610 ნახვა
რეგიონი
ქედაში აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობას ქედის მინიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში გაეცნო. ცენტრის მშენებლობას მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ. ქედის აგრომომსახურების ცენტრი, სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე ცენტრების მსგავსად, აღიჭურვება სამაცივრე დანადგარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზით, შესაბამისი სატრანსპორტო და წარმოების სხვა საშუალებებით. „დღეს ქედის მუნიციპალლიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის ვნახეთ მშენებარე ბაღი, რომელიც ძალიან მალე შეძლებს მიიღოს პატარები. ასევე დავათვალიერეთ გზის მონაკვეთი, რომელიც უკვე დასრულებულია. ქედაში დაახლოებით 12 კმ-მდე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო წელს და ეს კარგი მაჩვენებელია. თუმცა, კიდევ უფრო უნდა მოწესრიგდეს ის შიდა გზები, რომლებიც ქედის მუნიციპალიტეტს ესაჭიროება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური ცეტრი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და შეძლებს ადგილობრივებს და ფერმერებს ხელი შეუწყოს მათ მიერ მოყვანილი მოსავლის შენახვაში, გადამუშავებაში და შემდეგ უკვე ლოჯისტიკური ჯაჭვის დალაგებაში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ცენტრები უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და სარეალიზაციო ქსელში მოხვედრას, რაც ფერმერებს დაეხმარება პროდუქციის რეალიზაციაში. პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017-2018 წლის ქვეპროგრამის ,,ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა''-ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 644 540 ლარია. NS
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)