05:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 19:54:12, 1598 ნახვა

საზოგადოება
საკრებულომ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ალექსანდრე ტოგონიძე დაამტკიცა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ საკრებულოს წევრებს ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ალექსანდრე ტოგონოძის კანდიდატურა წარუდგინა.

როგორც მან განაცხადა, ალექსანდრე ტოგონიძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილების გათვალისწინებით, იგი დაკისრებულ მოვალეობებს თავს წარმატებით გაართმევს.

საკრებულოს ოპოზიციამ  წარმოდგენილი კანდიდატურა გააკრიტიკა და  განაცხადა, რომ ალექსანდრე ტოგონიძე M2-სა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობდა და სამშენებლო ბიზნესს წარმოადგენდა, შესაბამისად, ის ბიძინა ივანიშვილის კადრია და მის დავალებებს შეასრულებს.

ოპოზიციის განცხადებებს  უმრავლესობის დეპუტატებმა ვახტანგ შაქარიშვილმა, ირაკლი ზარქუამ, რევაზ სოხაძემ, რიმა ბერაძემ, თამარ ტალიაშვილმა და დავით უთმელიძემ უპასუხეს.

როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, „ქართუ ჯგუფს“,  სადაც ალექსანდრე ტოგონიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქმიანობდა, ამ ქალაქში და ქვეყანაში რამდენიმე მილიარდი ქველმოქმედებაში აქვს დახარჯული და  ეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისთვის და მსგავსი მარგინალური ორგანიზაციებისთვის შეიძლება იყოს “კომპრომატი”.

„ოპოზიციას აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ჩვენი ქალაქის და თბილისის მცხოვრებლების ინტერესების დაცვას ნამდვილად არ გულისხმობს, ასე რომ მათი შეფასებები მნიშვნელოვანი არ არის“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის განცხადებით, იმ ურბანულ ქაოსში, რომელშიც დღეს თბილისი იმყოფება,  წინა ხელისუფლებას მიუძღვის წვლილი და მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ იმ პერიოდში გაფუჭებული საქმეების მაქსიმალურად გამოსწორება შეძლოს.

დღესვე საკრებულოს სხდომაზე ღია კაფეების მოწყობის მიზნით მიწების იჯარით გადაცემას დაუჭირეს მხარი. ასევე რამდენიმე ოჯახს  ქონება დაუკანონეს.

„ჩვენ ვუკანონებთ მიწებს ადამიანებს, რომლებიც მათ მფლობელობაში იყო, თუმცა არ ჰქონდათ საკუთრებაში.  ამჯერად ლილოს მე-5 კვარტლის კორპუს N2-ში არსებული მიწა მარინა ბერიანიძეს დაუკანონდა”, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.

 

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics