|
2018-08-17 17:40:36, 1033 ნახვა
საზოგადოება
შპს „საქაერონავიგაციამ“ თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემები დაამონტაჟა
თბილისში, გუდაურში, ბაკურიანსა და წნორში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაეროგენერაციამ“ თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემა ADS-B დაამონტაჟა, რომელიც ჩეხეთის კომპანია „ERA“-სგან შეიძინა. მსგავსი სისტემები 2014 – 15 წლებიდან წარმატებით ფუნქციონირებს ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში. შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით რადიოსალოკაციო ქსელის განვითარების გადაწყვეტილება საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების ზრდის პროგნოზირებული ტენდენციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია ევროკონტროლისგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით იქცა მიღებული. მისი თქმით, ჩეხურმა კომპანიამ სისტემა კონტრაქტით დათქმულ ვადებში განახორციელა. „აღნიშნული სისტემა ზუსტი და სრულყოფილი რადიოსალოკაციო ინფორმაციის უწყვეტ მოწოდებას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად,“ - განაცხადა შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა. ამავე პროექტის ფარგლებში, შპს „საქაერონავიგაციამ“ ჩეხური კომპანიისგან შეიძინა დაკვირვების სენსორებდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების ორი (დარეზერვებული) სერვერი, რომლებიც თბილისის და ქუთაისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრებში განთავსდა. ზემოთ აღნიშნული ტექნიკური საშუალებების კომპლექსი სრულ შესაბამისობაშია საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ავტომატიზირებულ სისტემასთან (INDRA). ასევე, შემოწმებულია მიწოდებული ინფორმაციის მაღალი საიმედოობა და ხარისხი.
(NS)
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)