04:44 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 16:55:03, 829 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში სიახლეა. პროგრამის კიდევ უფრო ეფექტიანი განხორციელების მიზნით  პაციენტებისთვის ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერები მცირდება. სამინისტროს გადაწყვეტილებით 2018 წლის 1 სექტემბრიდან,  სახელმწიფო უზრუნველყოფს მკურნალობაში ჩართვამდე საჭირო კვლევების ფარგლებში C ჰეპატიტის ვირუსის  გენეტიკური ტიპის  კვლევის ღირებულების დაფინანსებას, რაც 140 ლარით გააიაფებს კვლევების ჯამურ ღირებულებას, ეს კი  მნიშვნელოვნად შეამცირებს ფინანსურ ბარიერს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფრომაციით,  ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ფართოვდება პროგრამის მოსარგებლეთა არეალი და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩართვისათვის საჭირო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება 70%-ით. ამ დრომდე აღნიშნული ჯგუფისათვის სპეციალური შეღავათი არ მოქმედებდა.

ასევე, სერვისებით გეოგრაფიული მოცვის გაზრდის მიზნით იწყება პროგრამის მასშტაბური დეცენტრალიზაცია, ეს კი  გულისხმობს  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ღონისძიებების გავრცელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება მინიმუმ ერთი სამკურნალო ცენტრი. პროცესში ასევე, ჩაერთვებიან ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფების - ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის.

მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც.  თუ ამ დრომდე პროგრამაში რეგისტრაციისთვის პაციენტს უწევდა სოციალური მომსახურების სააგენტოში ვიზიტი, ცვლილების თანახმად რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ  პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია გადადის მუშაობის ონლაინ ფორმატზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს მკურნალობის დასაწყებად.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ფარგლებში მკურნალობა დამაჯარებელი წარმატებით მიმდინარეობს, უფასოა ძვირადღირებული მედიკამენტი და საჭირო კვლევების მნიშვნელოვანი წილის თანაგადხდა ხორციელდება სახელმწიფოს მიერ,  მოსალოდნელზე დაბალია მოსახლეობის მომართვიანობა C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ეს კი ქმნის საშიშროებას, რომ სრულად ვერ იქნეს ათვისებული ის უძვირფასესი საჩუქარი, რომელიც საქართველოს ერგო და სამწუხაროდ, ამის ნიშნები უკვე არსებობს. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას  ჩაიტარონ C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი, ჩაერთონ მკურნალობის პროგრამაში და დროულად გამოიყენონ ეს უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანაში უსასრულოდ არ გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა  ხორციელდება 2015 წლიდან. 2018 წლის ივლისის მონაცემებით პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პირი, მათგან 48 000-ზე მეტმა დაიწყო მკურნალობა, აქედან 44 000-ზე მეტმა დაასრულა მკურნალობა და განკურნების მაჩვენებელი 98,2% შეადგენს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics