2018-08-16 10:23:39, 1136 ნახვა
სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მეორედ დაიბარეს
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეორედ დაიბარეს.
მაჩალიკაშვილი ამჯერად ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზეა დაბარებული, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი და ბრალდებულები გაასამართლა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატებისთვის უცნობია, რა შეკითხვები ექნება მასთან კონტრტერორისტულ ცენტრს. დაცვის მხარისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არ დაიბარეს შვილმოკლული მამა ტერორიზმის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე და რატომ გახდა მისი გამოკითხვა საჭირო განაჩენის გამოტანის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე მოწმის სტატუსით მალხაზ მაჩალიკაშვილი ორი დღის წინაც იყო დაბარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ავტორი: ,