14:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 14:57:14, 330 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: ქადაგიძესთან ბევრი შეკითხვა შეიძლება მქონდეს, მაგრამ როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრს, არ მაქვს

"გიორგი ქადაგიძესთან შეიძლება ბევრი შეკითხვა მქონდეს, მაგრამ როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრს, არაფერი კითხვა მაქვს",-ასე უპასუხა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, აქვს თუ არა მას, როგორც მთავრობის წევრს, კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან.

მისივე თქმით, შეკითხვა ყოველთვის ნებისმიერ იმ სფეროზე დარჩება, სადაც საქმე კარგად არ მიდის.

"მე ქადაგიძესთან ბევრი შეკითხვა შეიძლება მქონდეს, მაგრამ როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრს, არაფერი.ყოველთვის დარჩება შეკითხვა ნებისმიერ სფეროზე, სადაც საქმე მთლად კარგად არ მიდის. აქ საუბარია იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს კანონით არ ევალება ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, ეს საკმაოდ სერიოზული დარტყმაა ქართული ეკონომიკისთვის და ვთვლი, რომ როგორც მთელი აღმსარულებელი ხელისუფლება ერთი მხივ, მეორე მხრივ, ეროვნული ბანკი, აუცილებლად ატარებს ამის თაობაზე პასუხისმგებლობას",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ცნობისთვის, მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ, შესაძლოა, პროკურატურას ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კითვები ჰქონდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics