|
2018-08-15 10:57:35, 630 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურა წარადგინა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურა წარადგინა. მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, რუსუდან მირზიკაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „ურბანული განვითარების სამსახურში შიდა გადაადგილება განვახორციელეთ. მინდა, რუსუდან მირზიკაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადო. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სამსახური თავიდან შევქმენით, რომელსაც სათავეში რუსუდან მირზიკაშვილი ედგა. დღეს ეს სამსახური უკვე გამართულად მუშაობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, რუსუდან მირზიკაშვილი ქალაქში შერჩეული კონკრეტული არეალების ჩარჩო გეგმების შემუშავების პროცესს უხელმძღვანელებს. ასევე, იმუშავებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე. „რუსუდან მირზინაშვილი ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაიბარებს. გენგეგმის მიხედვით, ჩარჩო გეგმებზე მუშაობა გვიწევს. ქალაქში შერჩეულია 11 არეალი, სადაც ჩარჩო გეგმების დამუშავება და ამ კონკრეტული არეალების განვითარება მოხდება, რათა ის შედეგები არ მივიღოთ, რაც თბილისის ზოგიერთ რაიონშია. ჩარჩო გეგმების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დაწყებული გვაქვს მნიშვნელოვანი რეფორმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე, რომელსაც სათავეში რუსუდან მირზიკაშვილი ჩაუდგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას, თბილისის მერმა ალექსანდრე ტოგონიძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „მინდა წარმოგიდგინოთ ალექსანდრე ტოგონიძე, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებ. ის წლების განმავლობაში, მერიაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მგონია, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ერთიანი ძალისხმევით მოვაგვარებთ და წარმატებებს მივაღწევთ. გენგემის მიღების შემდეგ, მისი აღსრულება და განხორციელება ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება და ალექსანდრე ტოგონიძეს, მინდა ამ მიმართულებით, წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)