03:29 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-13 10:58:22, 861 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი: სახელმფისოფი მიკვირს, იმ „ავაზაკს“ იცავენ?

„არც გვარამიას, არც გაბუნიას, არც ნოდარ მელაძის და არც ინგა გრიგოლიას გადასაწყვეტი არ არის ეკლესიის შიდა საქმეები“, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა გუშინდელი ქადაგების დროს განაცხადა.
 ამასთან, მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკად“ და „დაჯგუფების წევრად“ მოიხსენიებს.
„არ გეგონოთ, რომ შეწყალების მოწინააღმდეგე ვარ, პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, შეიწყალებს თუ არა და ეს მისი საქმეა, რაშიც ვერ ჩავერევი. ვისაც პატრიარქის მოცილება უნდა და იმას კაცად აცხადებენ, თავიდანვე რომ კაცი არ არის, როგორ უნდა იყოს ის მღვდელი ან ვინმე. დაგვაცადონ, ჩავატარებთ სინოდს და ყველა ვნახავთ ვინ არის მტერი ეკლესიის, სამშობლოს მტერი და ვინ არის მოყვარე. ასე არ შეიძლება - არც გვარამიას, არც გაბუნიას, არც ნოდარ მელაძის და არც ინგა გრიგოლიას გადასაწყვეტი არ არის ეკლესიის შიდა საქმეები“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფ იააკობმა ასევე აღნიშნა, რომ ეს „დაჯგუფება“ მას ებრძვის
„რაც დაჭერილია, ჯერ მამა კახაბერ გოგოტიშვილთან მიდიოდნენ და შანტაჟის ენით ელაპარეკობდნენ. მე ვეუბნეოდი, არავითარი დათმობა - თუ რამე ფაქტი აქვთ დადონ. არაფერი აქვთ თავიანთი ავაზაკობის გარდა. 50 მილიონი და 6 მილიონიო უწმინდესმა რომ ბრძანა არ ვიცოდიო, ლამაზი თვალების გამო აძლევდნენ უცხოელები მამა გიორგის? იქიდან დიდი პროცენტი ხვდებოდა მაგას და რატომ არ ფიქრობთ, რომ ბოროტ საქმეში უნდოდა მაგის გამოყენება? არავის ეგონოს ვინმეს რამე დავუთმო. ასე რომ ვლაპარაკობ, ეს მუქარა გგონიათ, მაგრამ ეს მუქარა არ არის. მე საქმით ვაჩვენებ ვინ რას დაიმსახურებს“, - აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა. 

მისივე ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე იძულებული იყო რუსეთიდან გამოქცეულიყო. 
„სახელმწიფოსიც მიკვირს, არ იციან ამდენი ხანი მისი ავაზაკობა? რუსეთის ეკლესიის წევრი იყო და იმათი მღვდელმსახური იყო ეს მამალაძე. მანქანა რომ დაუწვეს და ძლივს გამოასწრო, ჩვენმა ეკლესიამ რატო შეიფარა ჩემთვის დღემდე გაუგებარია. იმ ავაზაკს რატომ იცავენ? დაუსვან მეუფე პეტრეს კითხვა, იცის თუ არა ეს საკითხი და რატომ იცავს მერე? თურმე 2013 წლის 17 მაისის გამო მე ვყოფილვარ ერის სირცხვილი. ვნახოთ, ვინ არის სირცხვილი და მაგასაც ვნახავთ. ის ბიზნსესმენი ჭკვიანად იყოს ვინც აფინანსებს მაგათ, გადაცემებში ფულს რომ იხდის... ყველას ვამხელ და ყველა თავისას მიიღებს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics