|
2018-08-11 11:10:12, 462 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ კვარიათში სტიქიით დაზარალებული ოჯახი მოინახულა
აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფელ კვარიათის ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად დაზარალებულ ნარაკიძეების ოჯახს ესტუმრა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მიწის დიდი მასა კვარიათში საცხოვრებელ სახლთან დღეს დილით ძლიერი წვიმის შემდეგ ჩამოწვა. ადგილზე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. მისი თქმით, დაზარალებული ოჯახის წევრები დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში არიან გადაყვანილნი, ტერიტორიას კი ხვალიდან გეოლოგები შეისწავლიან. „ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. მიმდინარეოს გაწმენდითი სამუშაოები და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დღის ბოლოსთვის მთლიანად მოწესრიგდება ის კერები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა. მოვინახულეთ ოჯახი, რომლებიც მეწყერსაშიში პროცესების გააქტიურების გამო საფრთხის წინაშე იდგნენ. ისინი გაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას. გეოლოგთა ჯგუფი უკვე იმყოფებოდა აქ, ხვალიდან გაგრძელდება შესწავლა და ძალიან მალე გვეცოდინება შეფასება აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმში დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი რამდენიმე სახლი დაათვალიერა, სადაც მერიის სამსახურების მიერ წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ჩატარდა. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, დილიდან ყველა პრობლემურ კერასთან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სალიკვიდაციო სამუშაოები, მობილიზებული იყო მუნიციპალიტეტების, საგზაო დეპარტამენტის და სამაშველო სამსახურის ტექნიკა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)