02:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-10 11:18:12, 615 ნახვა

საზოგადოება
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტესნიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად, დღეს, დილას ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე განმეორებით ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა და გზის 80 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო.

მცირე ჩამონაშალი იყო ასევე, აღნიშნული გზის კმ14-კმ15 მონაკვეთებზე, სადაც თუშეთისკენ მიმავალ ტურისტებს გზა ჩაეხერგათ. შესაბამისი ტექნიკით გზის წმენდა ორივე მხრიდან მიმდინარეობს, რათა ჩარჩენილი ავტომანქანების გამოყვანა უმოკლეს ვადებში მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე, გუშინ საღამოდან აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სტიქიის მომენტიდან, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ.

ამ დროისათვის, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ43-კმ72 მონაკვეთი სრულად გაწმენდილია. 28-ე კმ-ზე კი გზის აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics