02:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-10 10:58:19, 618 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სოციალური მეწარმეობის კონკურსს დააფინანსებს

მთელი საქართველოს ბანკმა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რიგით მე-5-ე, სოციალური მეწარმეობის კონკურსის დაწყების შესახებ განაცხადა.

კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნის ან განვითარების დაფინანსებას. სოციალური საწარმოების მიზანი კი სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარება,  მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და  შშმ პირთა დასაქმებაა.   კონკურსის ფარგლებში  დაფინანსდება სოციალური საწარმოს პროექტი, რომელიც მიმართული იქნება სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებისკენ. ამასთან, სოციალური საწარმოს იდეას, დაფინანსების შემდგომ დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და არ ატარებდეს ერთჯერად ხასიათს. აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმოს საქმიანობიდან მიღებული მოგება სწორედ სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას მოხმარდება. 

აღსანიშნავია, რომ  2016 წლიდან 2018 წლამდე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საქართველოს ბანკის  მხარდაჭერით საერთო ჯამში 400 000 ლარით  10 სოციალური საწარმოს პროექტი დაფინანსდა.  კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა და დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება, სოციალური საწარმოები მთელს საქართველოს მოიცავს, მათ შორის არის: ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში.

კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სულ მცირე 2 ადამიანისგან შემდგარ გუნდს, რომლის წევრთა ასაკი აღემატება 18 წელს.  თითოეულ პროექტზე გასაცემი დაფინანსების  ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 50 000 ლარს. საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ პირი. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი  ჟიური შეარჩევს.  საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2018 წლის 10 აგვისტოს და დასრულდება  2018 წლის 10 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე. პროექტის განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ონლაინ  ვებგვერდზე: www.tree.ge

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics