02:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 15:33:08, 826 ნახვა

საზოგადოება
შალვა დადიანის N34-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის განვითარების ფონდმა კრწანისის რაიონში, შალვა დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. 

შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია.

თბილისის მერის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ძველ თბილისში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. 

„დადიანისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეს შენობა ცნობილია, როგორც ლურჯაივნებიანი სახლი, რომელიც ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონეა. ძალინ მიხარია, რომ შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია მოხდა. ჩატარებულია ყველანაირი კვლევა, რომ შენობის ძველი სახე შენარჩუნებულიყო, რომელიც ისტორიულად ცნობილია. მსგავსი შენობა-ნაგებობები, ძეგლები ჩვენი ქალაქის სიმდიდრეა, რომელსაც გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ. გვინდა ლესელიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ვმუშაობთ ასევე, ასათიანის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე, რისთვისაც პროექტი მზადდება. გვინდა, რომ ოთხი წლის განმავლობაში, ძველ თბილისში მაქსიმალურად ბევრი უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა შემსრულებელ კომპანიასა და ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

პროექტის ფარგლებში, გამაგრდა შენობა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, გაიწმინდა მიწით სავსე სარდაფი, ხოლო სარდაფის კედლის ნაწილი ავთენტური სახით შენარჩუნდა; გადაეწყო დადიანის N32-სა და N34-ს შორის საერთო გამყოფი კედელი; აღდგა დაზიანებული სახურავი; რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებსა და მის დეკორატიულ ელემენტებს; ხის დაზიანებული დეტალები ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით შეიცვალა, კეთილმოეწყო ეზო და ჩატარდა შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამისი წესების დაცვით 2016 წლის გაზაფხულზე, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.

ისტორიული სახლის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან  1 341 000  ლარი გამოიყო. სამუშაოების შედეგად, დადიანის N34-ში მცხოვრებ ხუთ ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდა და უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა.

დადიანის ქუჩაზე თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი იმყოფებოდნენ. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics