06:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 10:31:49, 1376 ნახვა

ეკონომიკა
7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2,719,920  მგზავრს მოემსახურა. რაც 28 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (       2,130,469 მგზავრი).

ივლისის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 429,088 მგზავრს მოემსახურა, რაც 16 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (371,188 მგზავრი ). ხოლო 7 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27% შეადგინა (2,104,161 მგზავრი).         

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ივლისში 75,372 მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის ივლისთან შედარებით 52 % მეტია. რაც შეეხება 7 თვის ჯამს, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მზავრთნაკადი 33 % გაიზარდა და 310,115 მგზავრი შეადგინა.

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ივლისში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 111,325      მგზავრმა ისარგებლა. რაც 11 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (100,613 მგზავრი). რაც შეეხება 7 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 7 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 29 %-ით გაიზარდა და 301,597 მგზავრი შეადგინა. (234,037 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 7 თვეში 4,047 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 194 რეისი შესრულდა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics