02:36 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 15:27:12, 798 ნახვა

საზოგადოება
გახარია: ეს სამინისტრო თქვენი სახლია, თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია, გამოგიწოდოთ თანადგომის ხელი

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს და თანამებრძოლებს შეხვდა.

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

“თითოეული თქვენგანის ოჯახს მადლობა უნდა გადავუხადოთ ასეთი ადამიანების გვერდში დგომის და აღზრდისთვის. ათი წელი გავიდა. ეს ჩვენი, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული დღეები იყო. ეს დღეები გვემახსოვრება ყოველთვის, სანამ ამ თავგანწირვის ერთადერთი მიზანი მიღწეული არ იქნება. აბსოლუტურად გულწრფელად, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ თქვენ მიმართ და რა თქმა უნდა, ამ ბავშვების მიმართ. თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ ეს ჩვენი ვალია და ამას, გარწმუნებთ, პირნათლად შევასრულებთ. ამ ადამიანების და ქვეყნის მიმართ ჩვენი ვალი შეგვიძლია, აღვასრულოთ, პირველ რიგში, ამ ბავშვების, ამ ახალგაზრდების და თქვენი მხარდაჭერით. ამიტომ, ყოველთვის გქონდეთ ჩვენი იმედი და მერწმუნეთ, რომ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით. იცოდეთ, რომ ამ უწყებაში, ამ სამინისტროში ყოველთვის განსაკუთრებულად დაფასებული იქნება ის ხალხი, ვინც ღირსეულად გააგრძელებს იმ გზას, რა გზითაც ამ ხალხმა - თქვენმა ოჯახის წევრებმა, თქვენმა შვილებმა, მამებმა, მეუღლეებმა იარეს და თითოეული ადამიანისთვის ეს იქნება ღირსებისა და ადამიანობის საკითხი. მადლობა კიდევ ერთხელ. დაღუპული 14 პოლიციელი, 5 მესაზღვრე... მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო დიდია, თითოეულ ახალგაზრდას, თითოეულ ადამიანს უდიდესი ფასი აქვს ამ ქვეყნისთვის და ამ სამინისტროსთვისაც. ამიტომ, იცოდეთ, რომ ეს არის თქვენი სახლი. როცა საჭირო იქნება, მაშინ შეგიძლიათ მოხვიდეთ და თითოეული ჩვენგანი იქნება ვალდებული და მზად, შესაბამისად გამოგიწოდოთ თანადგომის და ერთგულების ხელი, რასაც ღირსეულად და სიამოვნებით შევასრულებთ. მადლობა და იცოდეთ, რომ ამ ბავშვებზე პასუხისმგებლობა ჩვენზეც არის,” - განაცხადა გიორგი გახარიამ.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. სამინისტრომ 19-ვე დაღუპული თანამშრომლის ოჯახს წელს მატერიალური დახმარება გაორმაგებული თანხით გაუწია. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. დაღუპული თანამშრომლების შვილებმა მამების თანამებრძოლებისა და მეგობრებისგან მოისმინეს მშობლების გმირობის ისტორიები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოში ერთ-ერთი დაღუპული პოლიციელის იუბილარ შვილებს დაბადების დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics