|
2018-08-08 14:57:04, 637 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით სენაკსა და ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ქალაქ სენაკის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ ომის დროს დაღუპული სამხედროების თემურ ბოკუჩავასა და ბადრი ბერანძის საფლავები მოინახულეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. „საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტო საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ ბიჭებმა სიცოცხლე არ დაიშურეს ჩვენი სამშობლოს დასაცავად. აგვისტოს საზარელმა დღეებმა მრავალი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და ტერიტორიები დაგვაკარგვინა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედს არ ვკარგავთ. ყოველი ჩვენთაგანის ვალია ამ გმირების სახელები სამუდამოდ უკვდავვყოთ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ კაპრალ თემურ ბოკუჩავას მეუღლის მაია ცეცხლაძის ინიციატივით, თემურ ბოკუჩავას სახელობის სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში, წარმატებული მე-12 კლასელისთვის ოჯახის დაფინანსებით მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება. კაპრალი თემურ ბოკუჩავა 1983 წელს სოხუმში დაიბადა. ის ათი წლისაც არ იყო, როდესაც მშობლიური ქალაქის იძულებით დატოვება მოუწია. ოჯახი სენაკში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა სენაკის მეშვიდე საშუალო სკოლაში, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს. 2001 წელს ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა სენაკში, იყო კოდორის ხეობაში, ცხინვალის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. დაიღუპა 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის (სიკვდილის შემდეგ).
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)