|
2015-06-04 11:46:06, 451 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის სოციალური კომისია ბენეფიციარების მდგომარეობას ადგილზე ეცნობა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ, რომელიც ოთხ სამუშაო ჯგუფადაა დაყოფილი ბენეფიციარების საცხოვრებელი პირობების ადგილზე გაცნობა უკვე დაიწყო. გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინგირში, კახათსა და ახალკახათში გაეცნო ბენეფიციარების მდგომარეობას. სამუშაო ჯგუფების მიერ შემოწმდება ოჯახის, როგორც სოციალური პირობები ასევე სახლების ტექნიკური მხარე, დაზიანების ხარისხი და ექვემდებარება თუ არა სახლი რემონტს. მუშა ჯგუფების მიერ მოხდება კომისიის მიერ შემუშავებული სპეციალური განაცხადის ფორმის შევსება. ბენეფიციარების საყოფაცხობრებო პირობების გადამოწმების პროცესს, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლები დაესწრებიან. კომისიის მუშა ჯგუფები ინტერესთა სხვაობის გამო ოთხ ნაწილად დაიყო და მუნიციპალიტეტის 48 სოფელში გადანაწილდა. უსახლკაროთა კომისია ბენეფიციარების მდგომარეობის შესწავლას ადგილზე ორ კვირაში დაასრულებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს 20 –მდე საცხოვრებელი სახლი აშენდება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)