02:00 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 18:53:35, 773 ნახვა

საზოგადოება
ბაზალეთის სასწავლო ცენტრში პროექტის „iNaturalist - თბილისი ეკომონადირე“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა, ბაზალეთში, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ ორგანიზებულ ბანაკში - „მოხალისეები თბილისისათვის“,  პროექტის „iNaturalist - თბილისი ეკომონადირე“  პრეზენტაცია გამართა.

პროექტი, რომელსაც ბოტანიკური ბაღი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად ახორციელებს, მოსახლეობის მიერ ონლაინ პლატფორმის - iNaturalist საშუალებით, თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების აღწერას გულისხმობს. 

ბანაკის მონაწილეებს პროექტი საქართველოს ეროვნული ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ გააცნო. პრეზენტაციას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავაც ესწრებოდა. 

კონკურსი 7 ივლისს დაიწყო და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. იგი ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველი ტურის გამარჯვებულმა ანა ლიპარტელიანმა კონკურსის ფარგლებში, 25 სახეობის 115 ფოთოლმცვენი, ბუნებრივად გავრცელებული მცენარე ასახა, დაკვირვებების რაოდენობით პირველ ადგილზე გავიდა და GPS-ნავიგატორი, ბოტანიკური ბაღის დათვალიერების აბონემენტი და ჟურნალ „National Geographic - საქართველოს“ 2016-2018 წლების სერია გადაეცა.

მეორე ტურის დავალებას, რომელიც 6 აგვისტოს გამოცხადდა და ბუნებრივად გავრცელებული ადგილობრივი ფოთოლმცვენი ბუჩქების აღწერას ითვალისწინებს, ბანაკის მონაწილეებიც შეუერთდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics