2018-08-07 18:00:32, 1087 ნახვა
სამართალი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულებმა საგამოძიებო კომისიას ჩვენება არ მისცეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შექმნილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა გლდანის ციხეში დაკავებული ბრალდებულების დაკითხვა ვერ შეძლეს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავჯდომარის, სერგი კაპანაძის განცადებით, ორივე ბრალდებულმა დუმილის უფლება აირჩია და კომისიასთან არ ითანამშრომლა.
„როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბრალდებულების სასამართლო პროცესი. აქედან გამომდინარე, ისინი ინარჩუნებენ დუმილის უფლებას. ორივე ბრალდებულმა, ვისთანაც ჩვენ გვსურდა შეხვედრა და ახსნა-განმარტების მოსმენა, გადაწყვიტა შენარჩუნებინათ დუმილის უფლება. მათ ამის უფლება გააჩნიათ და აქედან გამომდინარე ჩვენი გასაუბრებები დღეს არ შედგა“, - განაცხადა კაპანაძემ.
ავტორი: ,