|
2018-08-06 10:35:16, 604 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს დღეიდან დაიწყებს
„ნიშანდობლივია ნინო გვენეტაძის განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ის დღეიდან დაიწყებს კონსულტაციებს ახალი უზენასი სასამართლოს თავჯდომარის შერჩევისთვის. „სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანანმდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ხდება განსაკუთრებით რთული თუ თვალს მივადევნებთ, იმ მოვლენებს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა. არაერთი მოსამართლე ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსამდა იმ მძიმე ფონს, რომელიც არის სასამართლო სისტემაში. იგივე საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება, ჩვენი საერთაშორისო პარტინორებისაგან და მეგობრებისგან, მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი არის თავად, ქალბატონი ნინოს განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისევე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ქვეყანაში. სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული მდგომარეობის თვისობრივად შეცვლა არის ჩვენი დემოკრატიის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან ვიწყებ ფართო კონსულტაციებს, რომელიც მოიცავს უაღრესად გახსნილ, დემოკრატიულ ჩართულობას ყველა იმ პირისა, რომელსაც ძალუძს დაეხმაროს სახელმწიფოს ახალი უზენასი სასამართლოს თავჯდომარის შერჩევაში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან 2 აგვისტოს გადადგა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)