09:06 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 16:49:28, 637 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: მწვანე ტბა პოპულარულ ტურისტულ ადგილად უნდა იქცეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი - მწვანე ტბა და მიმდებარედ არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

ამ ეტაპზე გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ორი ლითონის ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, შენდება ბეტონის საყრდენი კედელები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს მწვანე ტბის რეკრეაციული ტერიტორიის კეთილმოწყობისა და განვითარების გეგმაზე, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია საპიკნიკე ადგილებისა და ღია ამფითეატრის, ასევე სპორტული მოედნისა და სამაშველო სამსახურის ცენტრის მოწყობა. მწვანე ტბის ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებით.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, „მწვანე ტბა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბუნებრივი ტბაა საქართველოში და იგი აუცილებლად უნდა იქცეს პოპულარულ ტურისტულ მარშრუტად. „მწვანე ტბის სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების მიზნით დაწყებულია მუშაობა. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფს მწვანე ტბით დაინტერესებული ვიზიტორების უფრო კომფორტულ გადაადგილებას. სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მწვანე ტბის განვითარების მიმართულებით ღონისძიებების შესრულებას"  - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics