05:38 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 16:04:40, 953 ნახვა

სამართალი
გახარია: ხშირ შემთხვევებში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული უფრო რთული გამოსაძიებელია, ვიდრე სრულწლოვანების

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძიების ვადის გახანგრძლივების აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა განმარტა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში არსებული შეზღუდვა 40 დღეზე უნდა შეიცვალოს.

„რაც შეეხება თვითონ გამოძიების პროცესს, კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც იმ 30 დღის განმავლობაში გავაკეთეთ, გახლავთ ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მაგალითად და მოგმართავთ სულ მალე თხოვნით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ეს შეზღუდვა 40 დღეზე უნდა შეიცვალოს. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევებში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული უფრო რთული გამოსაძიებელი, ვიდრე სრულწლოვანების და ეს შეზღუდვა, რეალურად, რა ობიექტური არგუმენტებით არის გაკეთებული არ ვიცით. ალბათ, ესეც გასაკეთებელია და ასეთი დასკვნები გავაკეთეთ ბევრი. შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ იმ შემთხვევაში როდესაც არ ჩატარდა კალანდიას სახლში ჩხრეკა, არ ჩატარდა რაღაც გარკვეული სატელეფონო საუბრების ამოღება - რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია შევაფასოთ ხარვეზად და თქვენ ამის ობიექტური საშუალება გაქვთ. და ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ რატომ აკეთებთ ამას?! არა, უბრალოდ მარტივ კითხვას ვსვამთ, როცა ამბობთ, რომ ეს არის ხარვეზი, უნდა მომიტანოთ მაშინ მე მაგალითი პირდაპირი და კონკრეტული რა მიზანშედეგობრივი კავშირი ჰქონდა ამას დამდგარ შედეგთან,“  - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics