|
2018-08-01 16:29:38, 478 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები დაიწყო
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. შეხვედრები შედგა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, საქართველოში თურქეთის ელჩთან და ქ. ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რეგიონის განვითარებისა და აჭარაში დაგეგმილი პროექტების შესახებ საკუთარი ხედვები წარუდგინა. თორნიკე რიჟვაძემ მათ მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული მჭიდრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება როგორც სავაჭრო ეკონომიკური და ტურისტული, ისე ჰუმანიტარული და კულტურული მიმართულებით. შეხვედრები საქართველოში, ასევე ქალაქ ბათუმში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)