|
2015-06-03 17:27:57, 461 ნახვა
პოლიტიკა
The Wall Street Journal - ქალი თავდაცვის მინისტრი საქართველოსთვის MAP-ს ითხოვს
„ქალი თავდაცვის მინისტრი საქართველოსთვის MAP-ს ითხოვს“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ნაფტალი ბენდევიდი. სტატიაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ბრიუსელში ვიზიტზე და საქართველოს პერსპექტივებზეა საუბარი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ახალ თანამდებობაზე სამი კვირაა რაც დაინიშნა, ბრიუსელში მნიშვნელოვანი მისიით იმყოფებოდა. მინისტრი შეეცადა დაერწმუნებინა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, რათა მომავალი წლის სამიტზე საქართველომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) მიიღოს. თინა ხიდაშელმა, როგორც წარსულში გამოცდილმა ადამიანის უფლებების დამცველმა იურისტმა, კიდევ ერთხელ გაიხსენა ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯები და სანაცვლოდ, ალიანსის მხრიდან მიღებული დაპირებები. ნატოს ლიდერებმა გასული წლის უელსის სამიტზე, საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი გადასცეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. საქართველო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს მისიებში, მზადაა კიდევ უფრო აქტიურად შეასრულოს ვალდებულებები. საქართველოს სურს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს 2016 წლის სამიტზე MAP მიიღოს, რომელიც ნატოში გაწევრიანების ტრამპლინად ითვლება. თუმცა, ზოგიერთი ნატოს წევრი ქვეყანა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხს. ისინი თავს იკავებენ გაიზიარონ თავდაცვითი გარანტიები ისეთ ქვეყანასთან, რომელსაც რუსეთი ესაზღვრება და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილსაც აკონტროლებს. როგორც თავდაცვის მინსიტრმა განაცხადა, ნატოს მომავალი სამიტი საქართველოში წინა საარჩევნო კამპანიის შუალედურ პერიოდს ემთხვევა და ნატოს მხრიდან უარის შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი პრო-დასავლური პარტიები დაზარალდებიან. საქართველოს მსგავსად, რუსეთისა და დასავლეთის ინტერესების სფეროს სულ რამდენიმე ქვეყანა წარმოადგენს. საქართველო ნატოს მთავარი პარტნიორი ქვეყანააა, რომელმაც გასულ წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სავაჭრო შეთანხმებას. თუმცა, მისი ორი რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, 2008 წლის ომის შემდეგ, კვლავაც რჩებიან რუსული სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად . რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელი მოაწერა „ხელშეკრულებებს“, რომელსაც მსოფლიოს დიდი ნაწილი არ აღიარებს. ბრიუსელის ცენტრში, სასტუმრო „მეტროპოლში“ ქალბატონ ხიდაშელს საუბარი მისმა სატელეფონო ზარმა შეაწყვეტინა. მინისტრს აცნობეს, რომ პუტინი სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტს“ ლეონიდ თიბილოვს ხვდებოდა. ქალბატონი ხიდაშელი აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის ვარდების რევოლუციაში, რომელმაც საქართველოში კომუნისტური ხანის (პოსტ-საბჭოთა) რეჟიმი დაასრულა. მოგვიანებით კი, რევოლუციის ლიდერთან მიხეილ სააკაშვილთან მოუვიდა უთანხმოება. თინათინ ხიდაშელი დაქორწინებულია საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარეზე დავით უსუფაშვილზე. თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, მას შემდეგ რაც, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაახლა მინისტრთა კაბინეტი. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, დასავლეთის ლიდერების პოზიცია საკმაოდ ბუნდოვანია პუტინისგან განსხავებით, რომლის მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა“, - ნათქვამია The Wall Street Journal-ის სტატიაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)