|
2018-07-30 17:30:10, 1118 ნახვა
სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში ბრალდებულებს 14 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში ბრალდებულები ა.ბ. და მ.პ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ა.ბ.-მ და მ.პ.-მ წინასწარი შეთანხმებით, გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1.1181 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის" შემცველი ნივთიერება, საიდანაც 14- ცალად დაფასოებულ, დიდი ოდენობით 0,2563 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის" შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა ა.ბ., 6 ცალად დაფასოებულ 0,1062 გრ.-ს მ.პ., ხოლო 43 ცალად დაფასოებულ 0.6526 გრ. „ჰეროინის" შემცველ ნივთიერებას ა.ბ. და მ.პ. ქ. თბილისში, სოფელ ფონიჭალაში მდებარე დამხმარე ნაგებობაში ინახავდნენ. აღნიშნულმა პირებმა ნარკოტიკული ნივთიერების ნაწილი 0.035 გრ., 0.038 გრ. და 0.03 გრ. „ჰეროინის" შემცველი ნივთიერება 2018 წლის 24 იანვარს 100-100 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 3 თანამშრომელზე, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას საკონტროლო შესყიდვას ახორციელებდნენ. სამართალდამცველებმა ა.ბ. და მ.პ. 2018 წლის 24 იანვარს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მათი პირადი და დამხმარე ნაგებობის, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მითითებული ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო საკონტროლო შესყიდვის შემდეგ ნარკოტიკული ნივთიერება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 3 თანამშრომლისგან იქნა ამოღებული. ა.ბ.-ს და მ.პ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა) და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ბ. და მ.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)