|
2018-07-27 15:14:23, 1936 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსში საქართველოს პოზიცია 11 ადგილით გაუმჯობესდა
მსოფლიო ბანკის 2018 წლის ლოგისტიკის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 160 ქვეყანას შორის 2.44 ქულით 119-ე ადგილს იკავებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ქვეყანამ პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა. გაუმჯობესება შეინიშნება თითქმის ყველა კომპონენტში: საბაჟო (2.42 ქულა), ინფრასტრუქტურა (2.38 ქულა), საერთაშორისო გადაზიდვები (2.38 ქულა), ლოგისტიკური შესაძლებლობები (2.26 ქულა), დრო (2.95 ქულა). მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსი ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. აღნიშნული კვლევა ეფუძნება ლოგისტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების მიერ შევსებულ კითხვარებს. შეფასება 5 ბალიან შკალაზე (1 ქულა არის ძალიან ცუდი, ხოლო 5 ქულა - ძალიან კარგი) ექვსი ძირითადი ინდიკატორის მიხედვით ხდება: საბაჟო პროცედურებისა და საზღვრის მართვის ეფექტურობა; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი; კონკურენტუნარიანი საერთაშორისო გადაზიდვების წარმოების შესაძლებლობა; ლოგისტიკური მომსახურებების შესაძლებლობები და ხარისხი; ტვირთის თრექინგის შესაძლებლობა; ტვირთის განრიგის მიხედვით დანიშნულების ადგილამდე დროულად მიწოდება; 2018 წლის ლოგისტიკის ინდექსი ემყარება მსოფლიო ბანკის მიერ 2017 წლის სექტემბერი - 2018 წლის თებერვლის პერიოდში მოპოვებულ მონაცემებს, კერძოდ საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიებიდან მთლიანობაში 108 ქვეყანაში 869 რესპოდენტი გამოიკითხა.
(NS)
უკრაინულმა დრონებმა Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს შეუტიეს, დაბომბეს როსტოვის გემთმშენებელი ქარხანა
დაურ ბუავას ადვოკატი - ჩვენ შსს-ს ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა მარტო დატოვა - დაკავებულია 1 პირი
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)