03:53 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 13:07:41, 833 ნახვა

სამართალი
დაცვის პოლიციის თანამშრომელი: რამდენიმე სამართალდამცველი დამესხა თავს - მეუღლესთან მხოლოდ კამათი მქონდა

დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს ფიზიკურად ძალადობაში ადანაშაულებს.

ჯავახიშვილი სამართალდამცველებმა უწყებაში დისციპლინარული სამართალწარმოების გამო დაიბარეს. დაცვის მხარის მტკიცებით, ჯავახიშვილს ფორმიდან სამხრეები ჩამოახიეს და მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"იწყება სიტყვიერი შეურაცხყოფა, მე ვაპროტესტებ, რომ აქ არის პოლიცია და სიტყვიერ შეურაცხყოფას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, რაზეც უფრო ღიზიანდებიან. რამოდენიმე ადამიანი მესხმის თავს, მიჭერს და ფიზიკურად მისწორდება. დააფიქსირა ჩემმა მეუღლემ, რომ მე იმასთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, იყო ჩვეულებრივი კამათი, რის გამოც გამოიძახა საპატრულო პოლიცია", - განაცხადა ივანე ჯავახიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაცვის პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის გენერალურ ინსპექციაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დაცვის პოლიციის თანამშრომელი მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სამხრეები საკუთარი ხელით დაიხია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics