|
2018-07-26 19:57:52, 1058 ნახვა
სამართალი
შსს - პირები, რომელთგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც კომისიამ განცხადება გაავრცელა, უკვე გამოკითხული გვყავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ მედია საშუალებებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებების გამორკვევას ეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირები, რომელთგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, შსს-ს გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს. დღემდე უკვე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია დამატებით სამი პირი - მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე და არასრულწლოვანი დ.ღ. პირები, რომელთგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავს. გამოკითხვის შედეგად მოპოვებულია გარკვეული ინფორმაცია, რომლის გადამოწმების და სხვა პირების პასუხისგებაში მიცემისთვის შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. საგამოძიებო კომისიას არ აქვს სამინისტროს მიერ გამოყოფილი საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ყველა ინფორმაცია, ვინაიდან მტკიცებულებების შეკრება ხდება ყოველდღიურ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 18 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა საგამოძიებო კომისიას და შესთავაზა გაუთქმელობის ხელწერილის საფუძველზე დამატებით მასალის, მათ შორის მათ მიერ დღეს მედია საშუალებებით გაჟღერებული ინფორმაციის გადაცემა, რაზეც კომისიიდან პასუხი სამინისტროს ამ დრომდე არ მიუღია. აქვე გამოვხატავთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ კომისიასთან თანამშრომლობა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით ასევე გადავამოწმოთ ყველა შესაძლო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)