|
2018-07-26 19:14:41, 1082 ნახვა
ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.2%-ით გაიზარდა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 20.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.7 პროცენტით მეტი) 244.4 მილიონი ლარით, ანუ 1.2 პროცენტით მეტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების კლებას 37.6 მილიონი ლარით, ანუ 0.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 282.1 მილიონი ლარით, ანუ 3.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 4.0 პროცენტით). „დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 39.23 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.48 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 1.28 პროცენტული პუნქტით). ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.6 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.5 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.5 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)