|
2018-07-25 17:49:43, 1119 ნახვა
სამართალი
პოლიციელს, რომელმაც ფოთში, ქურდობის დროს პირს ცეცხლი გაუხსნა, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
პოლიციელს, რომელმაც ფოთში ჩასარიცხი აპარატის ქურდობისას პირს ცეცხლი გაუხსნა, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მსჯელობა სასამართლომ ცოტა ხნის წინ დაასრულა. ბრალდებულის უფლებადამცველმა შუამდგომლობა პოლიციელის გირაოს სანაცვლოდ გამოშვების შესახებ დააყენა, თუმცა მოსამართლე ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც ბრალდებული პოლიციელის ადვოკატმა აღნიშნა, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც პოლიციელის ბრალეულობას ამტკიცებს. მანვე დასძინა, როომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იარაღი გადაუდებელი აუცილებლობით გამოიყენა. თავად პოლიციელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)