|
2018-07-25 12:06:17, 1181 ნახვა
ეკონომიკა
სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა
სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს" აქციონერთა კრებამ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების და შესაბამისი მომართვის საფუძველზე მომზადებული სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და, შესაბამისად, ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო" არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება. „საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, აღნიშნული პროცესების შემდგომ სრულად დაკმაყოფილდება ბანკში დარჩენილ კრედიტორთა, პირველ რიგში კი - დეპოზიტართა მოთხოვნები. "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით დაზღვეული დეპოზიტების მისაღებად, დეპოზიტარებმა უნდა მიმართონ სსიპ "დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს". იმ თანხების მისაღებად, რომლებიც "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით არ არის დაზღვეული, კრედიტორებმა უნდა მიმართონ სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს" ლიკვიდატორს - როინ ცაციაშვილს“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი შესრულება, ბანკის ლიკვიდატორის, როინ ცაციაშვილი კრედიტორებს მიმართავს თხოვნით, ბანკის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: ფიზიკური პირების შემთხვევაში: • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; • ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია. იურიდიული პირების შემთხვევაში: • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; • წარმომადგენლის უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; • ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია. „უნაღდო ანგარიშსწორებით თანხების მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დამატებით წარმოადგინოთ იმ ბანკის საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები, სადაც გსურთ თანხის ჩარიცხვა. იმ შემთხვევაში, თუ დეპოზიტარები 10 დღის განმავლობაში ბანკის ლიკვიდატორს არ განუცხადებენ თანხმობას ან უარს ვალდებულების სხვა ბანკისათვის გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება და სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრების მიზნით, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 37–ე მუხლის გათვალისწინებით და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული "კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის" მე–3 მუხლის მე-7 და მე–9 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, დეპოზიტართა ანგარიშების გადატანა მოხდება საქართველოში მოქმედ სხვა კომერციულ ბანკში. ამასთან ერთად, ბანკში არსებული ის ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაურღვევლად უცვლელად გადავა საქართველოში მოქმედ სხვა კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული "კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის" მე-5 მუხლის შესაბამისად“, - ნათქვამია როინ ციციშვილის განცხადებაში.
უკრაინულმა დრონებმა Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს შეუტიეს, დაბომბეს როსტოვის გემთმშენებელი ქარხანა
დაურ ბუავას ადვოკატი - ჩვენ შსს-ს ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით
კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა მარტო დატოვა - დაკავებულია 1 პირი
„განკითხვის დღის რადიო“ აძლიერებს აქტივობას CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)