|
2018-07-24 17:17:17, 1136 ნახვა
სამართალი
შალვა თადუმაძე: პროკურატურის ამოცანაა, მოვიპოვოთ საზოგადოების მაღალი ნდობა და ამისთვის სრულიად ღია ვართ
„იმისათვის, რომ საპროკურორო საბჭოს მმართველობის სწორი სტრუქტურა ჩამოყალიბდეს, ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივისთვის ღია ვარ“, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამართულ ფორუმზე განაცხადა. თადუმაძის თქმით, პროკურატურა ღიაა იმისათვის, რომ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა მოიპოვოს. „ჩვენ მომავალში სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. მე ამ მიმართულებით სრულად ღია ვარ ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივაზე ნებისმიერ ფორმატში გინდათ საკომიტეტო განხილვები იქნება, სამუშაო ჯგუფები იქნება თუ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები იქნება ამ სტანდარტებით, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა ფინანსური რესურსი დაგვჭირდება, რა საერთაშორისო გამოცდილება აქვს და რა მოლოდინი გვაქვს ამ ცვლილებების შესაბამისად. ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ, როგორც პირადად, ასევე მთლიანად მთავარი პროკურატურის ნებისმიერი შემადგენლობა ჩართული იყოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწორი სტრუქტურა ჩამოყალიბდეს. პირველი ამოცანა რაც მე პირადად გამაჩნია და მემგონი ყველას პროკურატურაში ეს განწყობა აქვს, არის ის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ საზოგადოების მაღალი ნდობა და ამ ნდობის მოპოვებისთვის ჩვენ ვართ სრულიად ღია“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)