|
2018-07-23 15:51:11, 1279 ნახვა
სამართალი
გიორგი გაბოძე: დანა გაიღუნა მიკროსკოპულ დონეზე - ეს ხელს არ შეუშლის მომავალში რომელიმე ექსპერტს
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს და მის ყოფილ მოადგილეს გიორგი გაბოძეს, ამჯერად კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უსვამენ. მამუკა მდინარაძე დანის გაღუნვის ამბით დაინტერესდა და გიორგი გაბოძეს მიმართა კითხვით, თუ რა ინფორმაცის ფლობდა ის ამ ფაქტთან დაკავშირებით. გიორგი გაბოძემ განმარტა, რომ დანა მიკროსკოპულ დონეზე არის გაღუნული და ის არანაირად არ შეუშლის ხელს არც ერთ ექსპერტს: „გაღუნული დანის შესახებ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამისი თვალით ხილვა არის შეუძლებელი, მხოლოდ და მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ შეიძლება. კერძოდ, ეს დანა გაიღუნა მიკროსკოპულად იმიტომ, რომ ექსპერტები ატარებდნენ იმ კვლევას, რასაც ყოველთვის ატარებდნენ და ამ დანაზე ჩაატარეს. კერძოდ, მუყაოზე გადააფარეს ნაჭერი და დანის სიბასრეს და ა.შ. ამოწმებდნენ, თუმცა ამ დანით ახალი ექსპერიმენტის ჩატარება არ არის გამორიცხული მე რამდენადაც ექსპერტებისგან მაქვს ინფორმაცია. ეს დანა არის ქარხნული წესით, სერიულთ დამზადებული დანა და მსგავსი კონსტრუქციის, ანალოგიური სერიაში არსებული ანალოგიური დანით შეიძლება იგივე კვლევების ჩატარება თუ მაინც და მაინც ვინმე ფიქრობს რომ ეს მიკროსკოპულ დონეზე გაღუნული წვერი რაიმეს შეუშლის რომელიმე ექსპერტს, თუმცა მე ვფიქრობ რომ ესეც არ შეუშლის ხელს”, - განაცხადა გაბოძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)