|
2018-07-23 14:08:21, 1104 ნახვა
სამართალი
შაყულაშვილი: მირზა სუბელიანმა მითხრა, რომ იყო დაბნეული და მთხოვა რჩევა, რაზეც ვუთხარი, შვილი გამოკითხვაზე მიეყვანა
ქალაქ თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისი და მირზა სუბელიანის შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც შაყულაშვილმა აღნიშნა, სუბელიანი მასთან 1 დეკემბერს იმყოფებოდა. „1 დეკემბერს მოდის ჩემთან კაბინეტში მირზა სუბელიანი, შემოდის ოთახში ვსვავ მაგიდასთან და ვეკითხები რა მოხდა. მითხრა რომ 51-ე სკოლასთან რომ მოხდა ფაქტი, ეს მოხდა ჩემი შვილის ჩაგვრის გამო, რომელმაც დაურეკა დეიდაშვილს და მოაყვანინა მეგორები, შემდეგ წავიდნენ ხორავას ქუჩაზე, სადაც მოხდა ჩხუბი. მან მკითხა, რომ იყო დაბნეული და მირჩიე რა გავაკეთოო. მე შევუტრიალე კითხვა და ვეუბნები? შენი შვილი არის თუ არა მკვლელობაში გარეული და თუ იცოდა ვის ეჭირა დანა... მან მიპასუხა რომ მკვლელი შვილი არ გაუზრდია, ხოლო დანა ვის ეჭირა არ იცის. მე ვუთხარი, მირზა გარდაცვლილია ჩემი შვილის საუკეთესო მეგობარი და კლასელი, ახლავე ჩაისვი ბავში მანქანაში მიიყვანე პოლიციაში და მიეცი სრული ჩვენება - მეთქი. მას ხმა არ ამოუღია, შეტრიალდა და გავიდა ოთახიდან. ვიღებ ყურმილს და ამის შესახებ 16:45 წუთზე ვაყენებ საქმის კურსში მთავარ პროკურორს და ვუყვები ჩვენი საუბრის შინაარს. ასევე ვუკავშირდები კურატორ მოადგილეს, ბატონ გაბიტაშვილს და მასაც ვეუბნები მირზას ვიზიტის შესახებ, ვეუბნები რომ პოლიციაში გავაგზავნე. მაგ დროისთვის პოლიციას არც ვერსიები ჰქონდ ადალაგებული და არც პირები იცოდნენ, ვინ ჩხუბობდა. რადგან მირზას შვილი ფლობდა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას, დავურეკე გიორგი გაბოძეს და დავავალე, რომ გაეკონტროლებინა, რათა სრულყოფილი ინფორმაცია მიეცა გამოძიებისათის. დავურეკე შემდეგ პოლიციის უფროსის მოადგილეს, მას ვუთხარი რო მივიდოდა მირზა სუბელიანი, ვუთხარი რომ გაეკონტროლებინა მისი დაკითხვა რათა ამოგვეღო სრული ინფორმაცია. მე ამის შემდეგ მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია“, - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით. გარდა ამისა, 8 ივნისს ამავე საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაზე, ხოლო 9 ივნისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დააკავეს. ორივე მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 19 ივლისს შსს-მ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა. სასამართლომ 21 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით, მასაც პატიმრობა შეუფარდა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)